ლარი ევროსთან გაუფასურდა, დოლართან – გამყარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით ლარი დოლართან 0.06 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.81 თეთრით გაუფასურდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0591 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0597 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2338 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2157 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0181 ლარი შეადგინა.