2 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი კვლავ გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარებამ 3.19 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2228 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებით 5.54 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9238 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 3 ივნისიდან შევა.