ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.65 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0286 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით 0.32 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.425 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა ძალაში.