ლარი კვლავ გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.41 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1013 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებით 1.56 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4496 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.