ლარი კვლავ გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 20 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.57 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0273 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა 0.66 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2864 ლარს გაუტოლდა.

დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.