ლარი კვლავ გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 19 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.80 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9262 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი გამყარდა 1.84 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0789 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.