ლარი კვლავ გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

4 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი კვლავ გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 7.33 თეთრი შეადგინა, შედეგად, დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარი გახდა. 2021 წელს დოლარი ასეთი იაფი არ ყოფილა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 11.5 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7276 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში, ხვალიდან, 5 ივნისიდან შევა.