ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.32 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0162 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 1.86 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4249 ლარს გაუტოლდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.