ლარი კვლავ გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

30 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.0272 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0204 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევრო 4.0044 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 31 მარტიდან შევა ძალაში.