13 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1349 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1456 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.07 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4227 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.98 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4629 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.9174 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 აპრილიდან შევა ძალაში.