ლარი მცირედით გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარი გახდა

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით 0.22 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3821 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.