7 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1115 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1132 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.17 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6924 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6929 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3735 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2936 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 8 სექტემბერიდან შევა ძალაში.