ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.02 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1002 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 0.08 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4924 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.