ლარი მცირედით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3613 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4000 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0387 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9892 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0245 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.