ლარი დოლართან მცირედით გამყარდა და ხვალის 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3043 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0032 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 4.0147 ლარს შეადგენდა – შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0115 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.