ლარი მცირედით გამყარდა – ახალი კურსი

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.3112 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3161 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 თეთრი შეადგინა.

ლარი ევროსთან მიმართებით 0.0013 თეთრით გამყარდა და 4.0145 გახდა. დღეს მოქმედი კურსი 4.0158 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.