ექვსი უკრაინელი მამაკაცი უკვე ერთი კვირაა ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაშია ჩარჩენილი. საქართველო მათ საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებს, რუსეთში დაბრუნების კი ეშინიათ.
ქართველმა მესაზღვრეებმა 17 აგვისტოს ღამეს საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს უკრაინის 6 მოქალაქე. ისინი საქართველოს საზღვრის გადაკვეთას რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცდილობდნენ და საქართველო სატრანზიტო ქვეყნად უნდა გამოეყენებინათ. მამაკაცები ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის სიახლოვეს ბუფერულ ზონაში
ექვსდან ხუთი – პატიმრები არიან ხერსონის ოლქიდან, რომლებიც რუსმა ძალოვანებმა უკანდახევისას თან წაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე სასჯელის ვადის მოსახდელად. კიდევ ერთი – უკრაინის მოქალაქეა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა და საფილტრაციო ბანაკში მოხვდა. ახლა კი, მას შემდეგ რაც გათავისუფლდა, ქვეყნის დატოვებას ცდილობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეიტრალურ ზონაში ჩარჩენილებს შორის ერთი შიდსით არის დაავადებული. მას თან ოთხი დღის სამყოფი მედიკამენტები აქვს. ჯერჯერობით უკრაინელების დახმარებას მოხალისეები ცდილობენ. მათ დაკავებულებისთვის საკვების და პირველადი მოხმარების საგნების გადაცემის დაორგანიზება შეძლეს. თუმცა, არსებობს პრობლემა მედიკამენტებთან დაკავშირებით – მას ჩვეულებრივ აფთიაქში ვერ იყიდი.
სანამ სამართლებრივი საკითხები გაირკვევა, რუსი ძალოვანები ცდილობენ ორ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს შორის მდებარე სამ კილომეტრიან ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინელები უკან, რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანონ.
ერთ–ერთი მამაკაცს დედის თქმით, ქართველმა მესაზღვრეებმა მისი შვილი რუსებს წაგლიჯეს ხელიდან,როცა რუსი ძალოვანები მათ წაყვანას ცდილობდნენ. რის შემდეგაც უკრაინელები ცდილობენ ქართველ მესაზღვრეებთან ახლოს იყვნენ, სადაც რუს მესაზღვრეებს შესვლის უფლება არ აქვთ.
როგორ რეაგირებენ სიტუაციაზე უკრაინის და საქართველოს შსს–ები
ჟურნალისტების ინფორმაციით, საქართველომ უკრაინის საელჩოს დახმარება შესთავაზა იმისათვის, რომ ეს ხალხი მისი ტერიტორიის გავლით გაატაროს და უკრაინულ მხარეს გადასცეს. ჩატარდა სპეციალური შეხვედრა უკრაინის საქმეთა რწმუნებულთან, ალექსანდრ შულგასთან. დიპლომატი, თავის მხრივ ამბობს, რომ ინფორმაცია კიევში გაგზავნა და მითითებებს ელოდება.
მედიასთან კომენტარში უკრაინის შსს–მ აღნიშნა, რომ სამინისტრო უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად საქმეში უკვე ჩაერთო.
ამჟამად მიმდინარეობს მათი სახეების და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის მოხდის იურიდიული ასპექტების შემოწმება. მუშავდება მათი უკრაინაში დაბრუნების საკითხი – აღნიშნეს პრესსამსახურში.