ლატვიის ხელისუფლებამ უკრაინას 4 სამხედრო ვერტმფრენი გადასცა. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა ტვიტერის მიკრობლოგში დაწერა.
“უკრაინის საჰაერო ძალებმა სულ ახლახანს მიიღეს 4 ვერტმფრენი, რომლებიც ლატვიამ აჩუქა.“
მინისტრმა აღნიშნა, რომ ვერტმფრენები მალე უკრაინის არმიის საჰაერო ფლოტს შეუერთდებიან.
მანვე განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს მანამდე, სანამ მთელი მისი ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან არ გათავისუფლდება.
მისი აზრით, უკრაინისთვის გადაცემული ვერტმფრენები დაეხმარება მას აწარმოოს სამხედრო ოპერაციები და გადაარჩინოს უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე.