ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. 52 წლის კაცი თელავში ცხოვრობდა და ის ლატვიაში სამუშაოდ იყოს წასული.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილს გულთან დაკავშირებელი პრობლემები ჰქონდა, COVID-19 ლაბორატორიულად რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა.
ცხედრის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.