ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. 52 წლის კაცი თელავში ცხოვრობდა და ის ლატვიაში სამუშაოდ იყოს წასული.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილს გულთან დაკავშირებელი პრობლემები ჰქონდა, COVID-19  ლაბორატორიულად რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა.

ცხედრის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.