ლატვიაში ცეცხლი გაუჩნდა ქარხანას, რომელიც უკრაინისა და ნატოსთვის დრონებს აწარმოებდა

სამშაბათს ხანძარი გაჩნდა ლატვიაში მდებარე ამერიკული თვითმფრინავების ქარხანაში, რომელიც უკრაინის და ნატოს  სამხედრო მოკავშირეებისთვის დრონებს აწარმოებდა.

ორი ათეული პოლიციის მანქანა, ცხრა მეხანძრე და ხუთი სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა ამერიკული კომპანია Edge Autonomy-ის ქარხანაში, რიგის გარეუბანში, მარუპეში გაჩენილი ხანძრის ადგილზე.

„საწარმოო შენობაში გაჩნდა მომეტებული საფრთხის მატარებელი ხანძარი, წარმოიქმნა ძლიერი კვამლი“, – აცხადებს სახანძრო სამსახური Twitter-ზე.

Edge Autonomy-მა დაუდასტურა სააგენტო LETA-ს, რომ მათი წარმოებაში ცეცხლი გაჩნდა, მაგრამ დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა. Edge Autonomy-ის დირექტორის მოადგილემ იანის ვილმანისმა თქვა, რომ ხანძარმა მათ დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ ზარალის ზუსტი ოდენობა. ჯერჯერობით უცნობია.

კალიფორნიაში დაფუძნებული Edge Autonomy აწარმოებს შორი მანძილის უპილოტო საფრენ აპარატებს დაზვერვის, მეთვალყურეობისა და ამოცნობისთვის, ნათქვამია მის ვებსაიტზე.