ლატვია და ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას აჩერებენ. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა ასევე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტმა, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს რუსეთის ორი საკუნსულო და რუსი თანამშრომლები ქვეყნიდან გაუშვას.
“უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე გადავწყვიტე რუსეთიდან ლატვიის ელჩი კონსულტაციებისთვის გავიწვიო, ამასთან შევაჩერო რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, გარდა ჰუმანიტარული მიზნით გამონაკლისი შემთხვევებისა”, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი Twitter-ზე.
“ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, გარდა ჰუმანიტარული შემთხვევებისა”, – თქვა განაცხადა, ჩეხეთის, რემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.