ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა

ლატვიის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარა. სეიმმა გადაწყვეტილება დღეს, 11 აგვისტოს მიიღო და რუსეთის ქმედებები უკრაინაში “უკრაინელი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდად” გამოაცხადა. ლატვია ასევე ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

“რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა გზით, მხარს უჭერდა და აფინანსებდა ტერორისტულ რეჟიმებსა და ორგანიზაციებს”. – ნათქვამია ლატვიელ კანონმდებლებთა მიერ მიღებულ დეკლარაციაში.

გარდა ამისა, ლატვიამ მოითხოვა სანქციების შემოღება ბელარუსის, როგორც მოსკოვის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი ქვეყნის წინააღმდეგ.