90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში გერმანელი ძიუდოისტი, ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
ნახევარფინალში ბექაურმა რუსი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.
საერთო ჯამში, მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს 3 მედალი აქვს მოპოვებული, 1 ოქროს და 2 ვერცხლის.