ვაზისუბანში, ალუბლების ქუჩაზე გამართულ აქციაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს, სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევთა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე – სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.