ლაშა ჩხარტიშვილი, წულაიას თავდებში უდგება და მის გათავისუფლებას ითხოვს

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, აცხადებს, რომ პოლიტიკოს, გოგი წულაიას თავდებში უდგება და მის გათავისუფლებას ითხოვს.მისი თქმით, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს წულაია პატიმრობიდან როგორც პოლიტიკური ნიშნის, ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

“გოგი წულაია გახდა ბერა ივანიშვილის და ივანიშვილების ოჯახის ანგარიშსწორების მსხვერპლი, სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს ეს ადამიანი წინასწარ პატიმრობაშია. ჩვენ ვთვლით, რომ მისი მდგომარეობა სრულად შეესაბამება ევროსაბჭოს კრიტერიუმებს პოლიტპატიმართან მიმართებაში და ვაღიარებთ ასეთად. მე პირადად თავდებში ვუდგები გოგი წულაიას”, – აცხადებს ჩხარტიშვილი. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამის შემდეგ, წულაიამ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა.