ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს

TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს.

ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

ჯიოშვილის თანახმად, მან პოლიციელი საგზაო წესების დარღვევაში ამხილა, ამ დარღვევაზე კი, მისივე მტკიცებით, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. ამ ფაქტის გამო მან სისტემას შეაგინა, ოქმიც ამ მიზეზით შეუდგინეს.