პრორუსი, ჰომოფობიური ძალის ლიდერი, ლევან ვასაძე ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას პრაიდს აკისრებს.
“ჩემი ღრმა რწმენით, დიდი ალბათობით, ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ე.წ. პრაიდის დაძალებას. პირველ რიგში, მე აქ მახსენდება, სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც მიუხედავად 100 ათასობით ჩვენი მოქალაქის სოციალურ ქსელში მოწოდებისა, გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, მიუხედავად ეკლესიისა და ყველა ტრადიციული რელიგის მიმართვისა არ გაჩუმდა და ქაჯივით, რქებით ბოლომდე აწვებოდა ჩვენ მთავრობას ჩატარებულიყო. […]
რა თქმა უნდა, ის, ვინც გალახა ეს უბედური კაცი, ვინც გარდაიცვალა, პასუხისმგებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ რა ზომით არის პასუხისმგებელი, რა მოხდა იქ და რა როლი ითამაშა იმ დაზიანებებმა, რაც ლექსო ლაშქარავას მიადგა ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ესეც გამოძიების დასადგენია”, — აცხადებს ვასაძე.
დღეს გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ხარშილავა, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ პუტინისტური ჯგუფები.