„სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები. იცით, რომ ყველა საკონსტიტუციო განხილვაში ვერთვებოდი, მათ შორის ხალხთან შეხვედრების ნაწილში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მე განხილვაში არ ჩავერთვები, იმიტომ რომ მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე და საქართველოს მთავრობა რომ არ ვიყოთ, თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ-თქო. მე ამას ვერავის ვეტყვი. კი მაინტერესებს, დავაკვირდე, „ქოცები“ ამას როგორ ეტყვიან, მაგრამ მათთან ერთად რომ მივიდე ხალხთან სალაპარაკოდ, ვინ გაარჩევს, მეც იგივე აზრზე ვარ თუ არა. ჩემი აზრით, ეს არის სირცხვილი და შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. მე უბრალოდ, არ შემიძლია, ხალხს ავუხსნა, რომ რაღაც რეალური საფრთხისგან გვიხსნის ეს კანონი. პირიქით, ძალიან შეურაცხმყოფელი იქნებოდა ვიღაცა რომ მოვიდეს და მაგინოს, შენ ვის აკადრე, თითქოს, მთავრობა რომ არ იყოს, მე ეს დამემართებოდაო, ამ კითხვაზე პასუხი არ მექნება,“

ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.