რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა პარტია დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზად ბერძენიშვილი, საპარლამენტო ფრაქციას ასახელებს, რომელშიც ”სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებთან და გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი, ხათუნა სამნიძე გაწევრიანდა. მისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიღებს მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით.
“ფრაქციაში, რომელშიც ქალბატონი ხათუნა სამნიძე იქნება, არცერთი წევრი არ არის ჩემთვის სათანამშრომლო”, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ პარტია თამარ კორძაიამაც დატოვა. თამარ კორძაია მიიჩნევდა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებად მუშაობა მართებული იქნებოდა, თუმცა პარტიაში მის გადაწყვეტილებას მხარდაჭერა არ ჰქონია. ის პარლამენტში საქმიანობას როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი ისე გააგრძელებს.