ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, “ერის” დამფუძნებელი, ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია. მათი თქმით, ვასაძის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, რის გამოც ის თურქეთში გადააფრინეს.
“საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ამიტომ თურქეთში გადაფრინდა”- უთხრა “პირველებს” ვასაძის თანაგუნდელმა, სოსო მანჯავიძემ და არ გამორიცხა, რომ ის მოწამლეს.
“ყველაფერს კვლევები დაადგენს”- აღნიშნა მანჯავიძემ.