“ჩვენ გვაქვს საუკეთესო მოცემულობა. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იყო საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ასე იყო წოდებული, ჩაანაცვლა ირაკლი ნადირაძემ. ასე რომ, მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გავერთოთ”,- ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს წევრის კითხვებს.
ნადირაძე მას ეკითხებოდა, კიდევ რამდენი მილიონის ჩუქებას აპირებს თავისი მეგობრებისთვის, რომელიც სამშენებლო ბიზნესში არიან ჩართულები.
მისივე კითხვა იყო, კიდევ რამდენი “მილიონის გაზიდვას აპირებს მილანში”, რადგან იქ ყიდულობს ნაძვის ხეს, საქანელებს, ბუჩქებს, სკამებს და სხვა ინფრასტრუქტურას.