შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსმა მომღერალმა, ლევ ლეშჩენკომ საქართველო დატოვა.
უწყების მტკიცებით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნამყოფი არ არის.
აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყნაში, მან საპასპორტო კონტროლი გაიარა შეუფერხებლად, რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა”,– განაცხადა შსს-მ ფორმულასთან საუბრისას.
ცნობისთვის, გუშინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მომღერალი, ლევ ლეშჩენკო, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს, საქართველოში, ივანიშვილის სასტუმროში ისვენებდა.