არაჩვეულებრივი ფორმატი იყო ლეიბორისტული მაგიდა, მაგრამ იმ მაგიდიდან უკვე უნდა ავდგეთ, მორჩა და გათავდა, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.
ამ განცხადებით სანიკიძე, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი მაჟორიტარების დაყენების თაობაზე, “ლელოს” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“მორჩა და გათავდა, გაირკვა უკვე რომ საერთო კანდიდატებზე მთლიანად შეთანხმება ვერ მოხდება. გასაგებია. არავითარი ტრაგედია ამაში არ არის და უკვე დაიწყებენ პოლიტიკური ორგანიზაციები დაბლოკვას, გამსხვილებას და გავლენ საველე სამუშაოებზე. საქართველოში როცა საჭირო იყო მაშინ არ გამოვიდა სახალხო ფრონტი. მე დიდი მოძრაობის მომხრე ვიყავი მაგრამ არ არის ახლა ასე რა, – ამბობს სანიკიძე.