“ლეიბორისტული პარტიის” ასე დასჯა რას ნიშნავს, ამას არაფერი ქვია, პოლიტიკური დევნის გარდა – გვარამია

“ლეიბორისტული პარტიის” ასე დასჯა რას ნიშნავს, ამას არაფერი ქვია, პოლიტიკური დევნის გარდა –  ასე ეხმაურება, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, პარტიის დაფინანსების შეწყვეტასა და საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის უფლების წართმევას.

”პარტიას წაართვეს დაფინანსება და საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის უფლება!
მე არ მესმის ლეიბორისტული პარტიის ასე დასჯა რას ნიშნავს. არ მესმის და ვერც გავიგებ, ტყუილად არ შეწუხდეთ ახსნით.

ამას არაფერი ქვია, პოლიტიკური დევნის გარდა. ოპოზიციის ნაწილი როგორ შეუერთდა ამაში მოძალადე ქართულ ოცნებას, სრულიად წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელია.”- წერს ნიკა გვარამია.