ლეიბორიტული პარტია მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებას სასამართლოში ასაჩივრებს

“ლეიბორისტული” პარტია სასამართლოში ასაჩივრებს საქალაქო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ტრანსპორტის ჩაკეტვა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

“ლეიბორისტული პარტია მიმართავს სასამართლოს, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს და გაუქმდეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე აკრძალვის გადაწყვეტილება, ვითომ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, აგვისტოს სიცხეში ხალხი გამოსაკეტად, მათ გასაწყვეტად, შესაშინებლად, მიტინგზე არ გამოსასვლელად და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”,- თქვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე აიკრძალა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა. კვლავ ფუნქციონირებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.