“ზოგადად, ლელო საპარლამენტო საქმიანობით თავს ისედაც არ იკლავდა. რაც შეეხება ამ ფაქტს, ეს ლელოსთვის არის, პრაქტიკულად, ჰარაკირის ტოლფასი, როდესაც ცდილობენ, რომ კიდევ უფრო მეტად ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ერთიანობაში შევიდნენ, რომელიც არის მათი პოლიტიკური დასასრული.

საპარლამენტო საქმიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ვინმე ზარმაცი, ინტრიგანი, უსაქმური, ვისაც მუშაობა არ უნდა, ბრტყელ-ბრტყელი პოლიტიკური განცხადების გაკეთება და მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად წარმოჩენა უნდა, იმის ადგილი ნამდვილად არ არის პარლამენტში”

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა. დღეს ლელომ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვას.