“ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, ლელო მაქვს მხედველობაში, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? – იმიტომ, რომ ნიკა მეილია იბრძვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი. […] ნიკა მელია, როგორც აკეთებს თავის პარტიას, მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა. […] თუ დადგა ის მომენტი და ჩვენ დავინახეთ, ნიკაც დაინახავს და მისი პარტია, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დღეს… მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა”,

აცხადებს “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც  “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარესთან კოალიციას არ გამორიცხავს.