ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ლელოს ფრაქციიდან პარლამენტს მხოლოდ ის ტოვებს.
მისი თქმით, “ფიქციურ პარლამენტში” საკუთარი თავი ვერ დაინახა.
“ეს გადაწყვეტილება ეხება მარტო მამუკა ხაზარაძეს. ფრაქცია გააგრძელეს მუშაობას პარლამენტში, რომ ყველა ტრიბუნა, რომელიც ლელოს გააჩნია, იქნას გამოყენებული. ჩემი მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება პარტია ლელოს მშენებლობაზე
მე ჩემი თავი ვერ დავინახე იმ ფიქციურ პარლამენტში, სადაც უმრავლესობას აქვს მონოპოლიზირებული აზრიც, კანონიც და გადასული არიან შეურაცხყოფაზე. კონკრეტული ადამიანი მომაგრებულია ჩემზე, რომ დესტრუქცია გამოიწვიოს”, – განაცხადა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში.