“ლელო” ადასტურებს, რომ გიორგი მარგველაშვილთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს

“ლელო” ადასტურებს, რომ რომ გიორგი მარგველაშვილთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“ლელოს” გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის შეხედულებები “ლელოს” ღირებულებებს ემთხვევა.

“ვაწარმოებთ ძალიან მჭიდრო კონსულტაციებს გიორგი მარგველაშვილთან. ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან და კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მოლაპარაკებებს და დისკუსიებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვნახავთ გარღვევას ქართულ პოლიტიკაში. ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი ფორმით იქნება ეს პარტნიორობა. ჩვენ გვინდა, რომ შევჯერდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ შევცვალოთ ეს ქვეყანა… ამის შემდეგ ტექნიკური მხარე არის აბსოლუტურად, თუ როგორი ფორმით იქნება ეს განხორციელებული, – აცხადებს ჯაფარიძე მთავარ არხთან საუბარში

ცნობისთვის, გუშინ გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. თუმცა ის არ აკონკრეტებს,  რომელ ოპოზიციურ ძალას შეუერთდება.