“ლელო ალტერნატიულ ცენტრს აუცილებლად შექმნის, ეს გარდაუვალი იქნება. ეს ალტერნატიული ცენტრი ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის პროცესში მთავარ, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს. რა თქმა უნდა, ამ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრში არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა არ განიხილება, რადგან ეს ორი პარტია თავად არის პოლუსის ნაწილი […] გიორგი ვაშაძესა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ამ ტიპის გაერთიანება ლელოსთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობის გარშემო სრული გადაჯგუფება არის წაგების ფორმულა, რაც არაერთ არჩევნებზე ჩვენ გვინახავს”.
პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.