ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი პარტია იმიტომ შეიქმნა, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანა გახადოს.
“ლელო“ იმისთვის არ შექმნილა, რომ რევანშით მოვიდეს – “ლელო“ შეიქმნა, რომ ქართული საზოგადოება გააერთიანოს, უახლოეს ოთხ წელიწადში ქვეყანა გამარჯვების გზაზე გაიყვანოს და საქართველო ლიდერი ქვეყანა გახადოს”,– თქვა ხაზარაძემ.
მისივე განცხადებით, “ლელო არის პარტია, რომელიც დაკომპლექტებულია ახალი, ენერგიული, პროფესიონალი, გულანთებული პატრიოტი ქართველებით”.
“ლელო“ არის გუნდი, რომელსაც არსებულ რეალობაში ცხოვრება არ უნდა, არ მოუშვებს ძველ ხელისუფლებას სათავეში და ახლანდელ ხელისუფლებას გაისტუმრებს. “ლელო“ არის ნამდვილი ალტერნატივა, რომელიც საქართველოს გამარჯვების გზაზე დააყენებს. მოდით არჩევნეზე! დიდია ქვეყნის გადარჩენის იმედი. ეს იმედი თქვენს არჩევანზე და ატიურობაზე გადის. ძალიან ახლოს არის ის დღე, როცა ქვეყანა დემოკრატიის, ევროპული განვითარების, ეკონომიკური აღმავლობის გზას დაადგება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.