“ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს. გახარიას მიმართ, წლების განმავლობაში საზოგადოებას და ლელოს აქვს კითხვები წარსულთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებზე პასუხი არ მოგვისმენია, არც მომავალში ველოდებით ამ პასუხებს.
გახარიასთან თანამშრომლობას ლელო არ განიხილავს. არც წარსულში ყოფილა მსგავსი რამ, არც ახლა არსებობს და არც მომავალში არ იქნება. წინასაარჩევნოდ არ განვიხილავთ მათთან თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში რიგი პროფესიონალი ადამიანები ჰყავს, რომლებიც მგონია, რომ თავის დროზე შეიძლება კარგი საჯარო მოხელეებიც კი იყვნენ”
აცხადებს ამის შესახებ, ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.