2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ლელოს” საკუთარი მაჟორიტარული კანდიდატი ყველა ოლქში ეყოლება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ “მთავარი” არხის ეთერში განაცხადა. ხაზარაძის განცხადებით, პარტია ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს თავის კანდიდატს.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტიამ ლიდერშიფიდან რამდენიმე კანდიდატი უკვე შეარჩია, თუმცა, მათ ვინაობაზე ჯერ არ საუბრობენ.
“ლელოს ეყოლება 30 მაჟორიტარი 30 საარჩევნო ოლქში. ჩვენ დღეს აქტიურად ვემზადებით ამისათვის, გვყავს საკმარისზე მეტი კანდიდატი, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის”, – ამბობს მოძრაობის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.