“ლელო – საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფში მონაწილეობა მათ გეგმაში არ შედის.
“ასეთი საინიციატივო ჯგუფში მონაწილეობას ჩვენ არ განვიხილავთ. ეს მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა სხვა რამეზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. თუ საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ჩვენს გეგმებში საინიციატივო ჯგუფის შექმნა ან მასში მონაწილეობა არ შედის”,– ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობის დასატოვებლად უმჯობესი იქნება, თუ მის გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც, “ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას”.