“ლელო” გოგი წულაიას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მასზე ხელს ვერ მოაწერდნენ, რადგან ეს პარტიაში არ განხილულა.
“ბატონი გიგი წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, შესაბამისად ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პარტიის მიერ წერილზე ხელმოწერის შესახებ”,- წერია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.
დღეს პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბერა ივანიშვილის ჩანაწერების გამოქვეყნებიდან უკვე 1 თვე გავიდა, თუმცა ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა.
მათი თქმით, ავტომატურად ეჭვქვეშ არ აყენებენ წულაიას მიმართ ბრალდებებს, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შერჩევით სამართალზე მიუთითებს.