“უკრაინის შეიარაღებული ძალები აჩვენებენ მასობრივი გმირობის მაგალითებს, რაც სამხედრო ისტორიაში უნდა ვეძებოთ.
ბიჭები და გოგოები ჩვენი მიწის ყოველ მეტრს კბილებით იცავენ.
თუ ლენდ-ლიზი უახლოეს კვირებში ამუშავდება, ეს საშუალებას მოგვცემს, გადავიდეთ კონტრშეტევაზე და სამხედრო მარცხი მივაყენოთ რუსეთის ფედერაციას”
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი. ცნობისთვის, 9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა, რაც მას საშუალებას მისცემს, უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად გაუგზავნოს.