ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
უარყოფითია გამოჯანმრთელებული პაციენტის მცირეწლოვანი შვილის პირველი ანალიზის პასუხიც. ექიმები დღეს მის განმეორებითი ტესტირების შედეგს ელოდებიან და თუ პასუხი მეორედაც უარყოფითი იქნება, მამა-შვილი კლინიკას ერთად დატოვებს.
10 აპრილს ლენტეხში სრული კარანტინი გამოცხადდა, რადგან ინფიცირების 5 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 139 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.