ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ მისულა

“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. ადგილზე არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ მისულა.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს ის დედამ გარდაცვლილი ნახა.