TV პირველის გრდაცვლილი ოპორატორის, ლექსო ლაშქარავას ცემის საქმეზე დაკავებული ყველა ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საასმართლოს გადაწყვეტილება, მოსამართლე ნინო ელიაშვილმა გამოაცხადა.
მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით:
- აკაკი ნაკაშიძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- თორნიკე დავლაშერიძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- ცოტნე ჩიხლაძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- დავით კუტალაძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- გია გიგუაშვილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- ოთარ გელაშვილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
”ტვ პირველები დამასჯევინეთ თქვენ ეშმაკის მოციქულებო” – თქვა, ცოტნე ჩიხლაძემ მას შემდეგ რაც მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
2021 წლის, 5 ივლისს მომხდარი სასტიკი ძალადობის დროს ფიზიკურად იძალადეს TV პირველის ჟურნალისტზე, მირანდა ბაღათურიასა და ტელევიზიის ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.